[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ბათუ ქუთელიას საჯარო ლექცია „სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საგარეო პოლიტიკური ვექტორები“

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მიერ ინიცირებული სალექციო კურსი „კავკასია ფოკუსში: რეგიონის ანალიზი ინტერდისციპლინურ ჭრილში“ დაიწყო. 12 ნოემბერს პირველი შეხვედრა სტუდენტებთან გამართა საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა ბათუ ქუთელიამ თემაზე „სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საგარეო პოლიტიკური ვექტორები“. ლექცია შეეხებოდა რეგიონის სამი ქვეყნის – საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის – როლსა და ადგილს თანამედროვე გლობალურ წესრიგში, მათ პოზიციონირებას საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე როგორც თავად ამ სახელმწიფოების ინტერესების გატარების, ისე მათზე სხვადასხვა გავლენის მომხდენი ფაქტორების თვალსაზრისით. სტუდენტებთან დისკუსიის ფორმატში ბათუ ქუთელიამ მიმოიხილა თუ როგორი ურთიერთობები აქვთ რეგიონის ქვეყნებს დანარჩენ მსოფლიოსთან, რა თავისებურებები, ინტერესები, სირთულეები აქვთ საგარეო პოლიტიკის წარმართვისას, რა ძირითადი ვექტორებით არიან წარმოდგენილი საერთაშორისო ორგანიზაციებში ან როგორ რეაგირებენ საკვანძო საერთაშორისო მოვლენებზე.

სალექციო კურსი 17 დეკემბრამდე გაგრძელდება და მოიცავს კავკასიის რეგიონთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხების მიმოხილვას ინტერდისციპლინურ ჭრილში. კურსის დასრულების შემდეგ თითოეულ მონაწილეს, რომლებიც დაესწრებიან არანაკლებ 7 ლექციას, გადაეცემათ სერტიფიკატი.