[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

მედიის როლი გადაწყვეტილების მიღების პროცესში – ზვიად ქორიძის საჯარო ლექცია სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

29 ნოემბერს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეულმა ლექტორმა,  პატიმართა შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ, ბატონმა ზვიად ქორიძემ გამართა საჯარო ლექცია თემაზე „მედიის როლი გადაწყვეტილების მიღების პროცესში“.

ლექციის ფარგლებში ბატონმა ზვიადმა მიმოიხილა   მედიის სხვადასხვა საშუალებები და მათი მუშაობის სპეციფიკა საზოგადოებასა და მმართველ ელიტებზე. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ მედიისა და საზოგადოების ურთიერთობა ურთიერთშექცევადია და მათი გავლენა ერთმანეთზე არ არის ცალმხრივი, რაც ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა განვითარებული ქვეყნების მაგალითებზე აისახება. საუბარი შეეხო, აგრეთვე, ინფორმაციის თავისუფლების და მისი უზრუნველყოფის თავისებურებებს, იმ დილემებს, რომლის წინაშეც დგანან ჟურნალისტები სიახლეების გავრცელებისას. ბატონი ზვიადის გამოსვლის შემდეგ აუდიტორია აქტიურად ჩაება სტუმართან დისკუსიაში. სტუდენტებისთვის საინტერესო იყო სხვადასხვა პრეცედენტები, როგორიცაა შარლი ებდოს გარშემო განვითარებულიმოვლენები, მედიისა და სამთავრობო სტუქტურების ურთიერთობა ენგურჰესის შესახებ ინფორმაციის გაცვლასთან დაკავშირებით, საზოგადოების დამოკიდებულება თანამედროვე მედიაგარემოს მიმართ და ა.შ.

აღნიშნული ლექცია გაიმართა საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის ერთობლივი პროექტის “გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამოწვევები საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში“ ფარგლებში. სამი თვის განმავლობაში გაიმართება საჯარო ლექციების სერია, რომელსაც გაუძღვებიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიმღები პირები, ექსპერტები, ადგილობრივი თუ მოწვეული ლექტორები და ა.შ. პროექტის ბოლოს წინასწარ დარეგისტრირებული სტუდენტები მიიღებენ სერთიფიკატებს, ასევე მათთვის განხორციელდება პროფესიული ვიზიტი შესაბამის საჯარო დაწესებულებაში.