[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროგრამის მეორე მოდულის ტრენინგი გაიმართა

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

28 ნოემბერს გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროგრამის „სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები ინგლისური ენის გამოყენებით“ (CTEL III) მეორე მოდულის ტრენინგი თბილისისა და რუსთავის 6 სკოლის მასწავლებლებთან. პროექტში მონაწილეობას იღებენ იბსუს სტუდენტებიც.

პროექტის ფარგლებში იბსუს პარტნიორობას უწევს პროექტ ჰარმონიის ფილიალ საქართველოში (PH International) ჯორჯთაუნის უნივერსიტეტთან ერთად.

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს სწავლების ინტეგრირებული მეთოდების დანერგვას  საქართველოს სკოლებში. იბსუს პროექტს კოორდინატირებას უწევენ პროფ. დოქტ. ნიკოლოზ ფარჯანაძე და ეკატერინე ფიფია.