[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ტურნირი კარლ პოპერის სახელობის ფასეულობათა ფორმატის დებატებში

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

30 ოქტომბერს დაიწყო ტურნირი კარლ პოპერის სახელობის ფასეულობათა ფორმატის დებატებში. ტურნირი პროექტ “დებატები FSS-ზე”-ს ფარგლებში ხორციელდება.

ორი ტურის განმავლობაში ერთმანეთს დაუპირისპირდა წინასწარ შერჩეული 7 გუნდი, რომლებიც სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდნეტებით იყო დაკომპლექტებული და რომლებმაც პროექტის ფარგლებში უვკე გაიარეს 3-დღიანი ტრენინგი.

ჩემპიონატის პირველი სათამაშო დღის ბოლოს ქულათა რაოდენობის მიხედვით გამოვლინდა ორი ფინალისტი: პირველ ნოემბერს ფინალურ თამაშში ერთმანეთს შეხვდებიან გუნდები “The Lucky Ones” და “მეოთხე ხელისუფლება”.

“დებატები FSS-ზე” სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის “სტუდენტური ინიციატივის” ფარგლებში დაიგეგმა და მოიცავს ტრენინგებისა და ჩემპიონატების სერიას კარლ პოპერის სახელობის სხვადასხვა ფორმატების დებატებაში. პროექტი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით ხორციელდება. ფინალური დებატი გაიმართება სამშაბათს, 1 ნოემბერს 13:00 საათზე თემაზე “საქართველოს NATO-ში შესვლა გამართლებულია”.