ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის 21 ნოემბერს ჩატარდა ტრენინგი ღია მონაცემთა ბაზებთან მუშაობის უნარების განვითარების მიზნით. ო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მკვლევარებმა სალომე ცეცხლაძემ და მარიამ გოგიაშვილმა მომავალ ჟურნალისტებს აუხსნეს თუ როგორ უნდა მოძებნონ საჯარო და არასაჯარო ინფორმაცია სხვადასხვა მონაცემთა ბაზებში.