2015 წლის 20 ნოემბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა ეკატერინე ფიფიამ და ასოცირებულმა პროფესორმა ნიკოლოზ ფარჯანაძემ თურქეთში ქალაქ სამსუნის ჯანიკ ბაშარის უნივერსიტეტში პროფესიული გადამზადების ტრენინგი ჩაატარეს უნივერსიტეტის ინგლისური ენის ლექტორ-მასწავლებლებისათვის. ტრენინგს ასევე დაესწრნენ სამსუნის საშუალო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლები. ტრენინგ პროგრამამ მოიცვა ინგლისური ენის სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიები და მიდგომები. ინტერაქტიული ფორმატის მეშვეობით ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ ისეთ საკვანძო საკითხებს, როგორიცაა ინგლისური ენის სწავლებისათვის აუცილებელი თეორიული საბაზისო საკითხები, სასწავლო რესურსების შემუშავება, საკლასო გარემოს ორგანიზება, სასწავლო პროცესის მართვა, სტუდენტზე ორიენტირებული მიდგომების შემუშავება და სასწავლო გარემოში ეფექტურად გამოყენება. ჯანიკ ბაშარის უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ ეკატერინე ფიფიას, ასოცირებულ პროფესორ ნიკოლოზ ფარჯანაძესა და ასოცირებულ პროფესორ მეჰმეთ შაჰინერს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი ტრენინგის დაგეგმვისა და ორგანიზებისათვის. ტრენინგის მონაწილეეებს გადაეცათ სერთიფიკატები.