[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

გერმანელი სტუმრების ვიზიტი იბსუ-ში

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

2019 წლის 10 აპრილს, 10:30 საათზე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ესტუმრებიან სტუმართმასპინძლობის ინსტიტუტის ორი პარტნიორი სასტუმროს წარმომადგენლები.
სასტუმროების დასახელებებია:
Bauer Korl’s Golchner Hof (https://www.golchenerhof.de/)
Familien Wellness Hotel Seeklause (https://www.hotel-seeklause.de/)

მეორე სასტუმრო არის სწორედ ის საწარმო, რომელშიც ბიზნესის მართვის ფაკულტეტის სტუდენტები გაივლიან სტაჟირებას (ზაფხულის პერიოდში). აუცილებელია, შერჩეული სტუდენტები დაესწრონ შეხვედრას და გაიცნონ თავიანთი მომავალი დამსაქმებლები.

სტუდენტებთან შეხვედრამდე მოეწყობა ხანმოკლე გაცნობითი სახის შეხვედრა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. ამის შემდეგ, სტუმრები სტუდენტების წინაშე წარადგენებ პრეზენტაციას თავისი საქმიანობის შესახებ, ვინაიდან პრაქტიკის გარდა ინსტიტუტი სტუდენტებს სთავაზობს საზაფხულო დასაქმებას.

პრეზენტაციაზე დასწრება შეუძლიათ ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტებს.
დრო და თარიღი: 10:30, 2019 წლის 10 აპრილი
ადგილი: ოთახი A101