[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ვიზიტი ერგნეთის ომის მუზეუმში

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

2018 წლის 19 მარტს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის სტუდენტები და ადმინისტრაციული პერსონალი ომის მუზეუმს ეწვივნენ, რომელიც ოკუპირებული ცხინვალიდან 500 მეტრით დაშორებულ სოფელ ერგნეთში მდებარეობს. ომის მუზეუმი ერგნეთის მკვიდრმა ლია ჩლაჩიძემ დააარსა 2008 წლის აგვისტოს ომის მეცხრე წლისთავზე საკუთარ სახლში, რომელიც ომის დროს დაიბომბა. სტუდენტებსა და ქალბატონ ლიას შორის საინტერესო საუბარი გაიმართა ომთან დაკავშირებული ისტორიების შესახებ. ომის მუზეუმში ვიზიტის შემდეგ სტუდენტებმა შინდისის ბრძოლაში გმირულად დაღუპული მებრძოლების მემორიალს მიაგეს პატივი.