მასწავლებლებისათვის ორგანიზებული ამერიკული ინგლისურის ვებინარ-სერიების ფარგლებში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოეწყო ვებინარ 7.2. ჩვენება. მომავალმა პედაგოგები (ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტები)გაეცნენ ენის სწავლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს – „გავასწოროთ თუ არა შეცდომები? საუბრის დავალებების შესრულებისას ენობრივი შეცდომების გასწორების პრინციპები“. ეს არის ერთ-ერთი აქტუალური საკითხი ინგლისური ენის სწავლებისა და თანამედროვე კვლევის სფეროში. სესიას დაესწრო 9 მონაწილე. ვებინარების სერიაში შემავალი ექვსივე სესიის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მონაწილეები მიიღებენ საქართველოში ამერიკის შეერჩებული შტატების საელჩოს მიერ გაცემულ სერტიფიკატს.