...
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სოციალურ მეცნიერებათა ზამთრის თამაშები დაიწყო!

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

1 დეკემბერს დაიწყო „სოციალურ მეცნიერებათა ზამთრის თამაშები“ სკოლის მოსწავლეებისთვის. პირველი დღე საერთაშორისო ურთიერთობების მომავალ სპეციალისტებს დაეთმო.

4 მოსწავლისგან შემდგარი გუნდები თბილისის და სხვადასხვა რეგიონების სკოლებიდან მონაწილეობას იღებდნენ ინტელექტუალურ თამაშში, რომელიც მოიცავდა კითხვებს საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის, გეოგრაფიის, თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკის სფეროდან. დღევანდელი თამაშის გამარჯვებული 11 სწორი პასუხით გახდნენ ვიქტორია გაგუა(157-ე საჯარო სკოლა), მაკო მაისურაძე (157-ე საჯარო სკოლა), ლევან ჭყონია (128-ე საჯარო სკოლა) და იკო გეჯაძე (21-ე საჯარო სკოლა). გარდა საკონკურსო აქტივობისა, მონაწილეებს შეეძლოთ, სპეციალურად მათთვის გამართულ ფურშეტზე გაეცნოთ ერთმანეთი, შეეძინათ ახალი კონტაქტები და გაეზიარებინათ შთაბეჭდილებები ორგანიზატორებისთვის.

პროექტი ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მოიცავს სასწავლო, სიმულაციურ და როლურ თამაშებს საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის, ჟურნალისტიკის და ეკონომიკის მიმართულებით. შეჯიბრებებში მონაწილეობას სულ 130 მდე-11 და მე-12 კლასის მოსწავლე იღებს თბილისის და საქართველოს სხვა რეგიონების სკოლებიდან. სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოთხივე მიმართულების სტუდენტების სახით ღონისძიებაში ჩართულია 30-მდე მოხალისე.

7 დეკემბერს გაიმართება „ზამთრის თამაშების“ დაჯილდოების ცერემონია, რომელზეც ყველა მოსწავლეს გადაეცემა სერთიფიკატი, ხოლო გამარჯვებული გუნდები მიიღებენ წიგნების მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსის“ სასაჩუქრე ვაუჩერებს.


Seraphinite AcceleratorOptimized by Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.