[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ზამთრის სკოლა 2019

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებისათვის იმართება ზამთრის სკოლა 2019. თბილისისა და დუშეთის სკოლების 49 მოსწავლე მონაწილეობას იღებს აღნიშნულ პროექტში და ეცნობიან საუნივერსიტეტო გარემოს. პროექტის მიზანია, მონაწილეებს გააცნოს ანგლო-ამერიკული კონტექსტის სხვადასხვა ასპექტი – ენა, ლიტერატურე, კულტურა, ღირსშესანიშნაობები და ა.შ. პროგრამა მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე; შესაბამისად, პროექტის მონაწილები გადიან პრაქტიკას ინგლისურ ენაში და იღრმავებენ ცოდნას ანგლო-ამერიკული ცხოვრების წესის შესახებ. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის დაფინანსებითა და ხელშეწყობით პროექტს წარმართავენ ინგლისური ფილოლოგიისა და ამერიკათმცოდნეობის პროგრამის სტუდენტები.