ძიება

IBSU-მ პარიზის 1 პანთეონ-სორბონის უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მემორანდუმი გააფორმა პარიზის 1 პანთეონ-სორბონის უნივერსიტეტთან. მემორანდუმი მოიაზრებს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებს, ერთობლივ კვლევით პროექტებსა და კონფერენციებსა და კულტურულ და სამეცნიერო თანამშრომლობას.

ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრმა Odoo Bootcamp-ს უმასპინძლა

IBSU-ს ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრმა უმასპინძლა საერთაშორისო Odoo Bootcamp-ს, რომელიც გაიმართა კომპანია FMG-ისა და გლობალური ERP პლატფორმა Odoo-ს ინიციატივით! Bootcamp-ის ფარგლებში სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა: გაცნობოდნენ თანამედროვე ბიზნესის მართვის ერთ-ერთ წამყვან...

IBSU-ში მორიგი უფასო პროექტი „იმიტირებული სასამართლო“ გაიმართა

სკოლის მოსწავლეებისთვის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში უფასო პროექტი "იმიტირებული სასამართლო“ გაიმართა. პროექტის ფარგლებში, IBSU-ს სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის წარმატებულმა სტუდენტებმა მონაწილეებს გააცნეს სასამართლო პროცესის სტრუქტურა და პროფესიის სპეციფიკა....

IBSU-მ რუმინეთის ორადეას უნივერსიტეტის წარმომადგენლებს უმასპინძლა

IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა და ბიზნესის სკოლამ უმასპინძლეს შეხვედრას რუმინეთის ორადეას უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან. საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ პროფ. დოქტორი ალინა ბედულესკუ, ეკონომიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი და პროფესორი დანიელ ბედულესკუ. შეხვედრა ფოკუსირებული...

იაპონელი დიზაინერის ნაო ტოკუდას საჯარო ლექცია

IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლამ უმასპინძლა მრავალი ჯილდოს მქონე იაპონელ დიზაინერს, ნაო ტოკუდას, რომელმაც საჯარო ლექცია ჩაატარა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის არქიტექტურის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის. ნაო ტოკუდა უკვე...

IBSU-მ მაგდებურგის ოტო ფონ გერიკეს სახელობის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს უმასპინძლა

IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა უმასპინძლა მაგდებურგის ოტო ფონ გერიკეს სახელობის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს სამომავლო თანამშრომლობის პოტენციური სფეროების განსახილველად. IBSU-ს წარმომადგენლები შეხვდნენ Erasmus+ ინსტიტუციურ კოორდინატორს რეენა შლიფაკეს და კონტრაქტების მართვის მენეჯერს იულიან ცეპელს.  

სენტ მერის უნივერსიტეტის დოქტორის ვორქშოპები IBSU-ში

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა სემინარების სერიას განათლების მეცნიერების დოქტორანტურის სტუდენტებისთვის. სენტ მერის უნივერსიტეტის დოქტორმა ჯუნ რუივივარმა ჩაატარა შემდეგი სემინარები: "ტექნოლოგიის გამოყენება მასწავლებლების რეფლექსური პრაქტიკის გასაუმჯობესებლად" და "მასწავლებელი სუპერგმირი: სტრატეგიული...

სტუდენტურმა კლუბმა შემეცნებითი თამაში Movie Trivia ჩაატარა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბის Cinema Paradiso - Movie Club-ის ორგანიზებით ჩატარდა შემეცნებითი თამაში Movie Trivia. თამაშში მონაწილეობდნენ სტუდენტები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. გამარჯვებულ გუნდს გადაეცა ფულადი პრიზი.

შეხვედრა HR კონსულტანტთან – “როგორ შევქმნათ ეფექტური რეზიუმე–შენ ხარ ბრენდი”

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერის განვითარების სამსახურის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის გაიმართა შეხვედრა HR კონსულტანტთან თემაზე - "როგორ შევქმნათ ეფექტური რეზიუმე–შენ ხარ ბრენდი." კარიერის სერტიფიცირებულმა კონსულტანტმა სალომე ერაგიამ IBSU-ს სტუდენტებს გააცნო ინფორმაცია რეზიუმის...