შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, IBSU-ში თანამშრომელთა და სამეზობლოს ბავშვებისთვის გასართობი ღონისძიება მოეწყო.
IT Outsource კომპანია "ტექნეტმა" IBSU-ს კომპიუტრული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის სტუდენტებისთვის დღეს საჯარო ლექცია გამართა. "ტექნეტი" IBSU-ს სტუდენტებს ანაზღაურებად სტაჟირებას სთავაზობს.
IBSU-მ უმასპინძლა საჯარო ლექციას თემაზე "ჩრდილო-ატლანტიკურ ორგანიზაციასა და ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობა, პრობლემები და გამოწვევები," რომელსაც უძღვებოდა პაპუნა დავითაია, მესამე რანგის კაპიტანი, რომელსაც აქვს ნატოს გაერთიანებულ საზღვაო ძალების შტაბბინაში მოღვაწეობისა და ნატოს ანტიტერორისტულ...
IBSU-მ უმასპინძლა საჯარო ლექციას, თემაზე "HR შესაძლებლობები - შენი პოტენციალის რეალიზება საჯარო სექტორში," რომელსაც უძღვებოდნენ ნანა ყუფუნია, HR და ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტი, Mega Consulting-ის დამფუძნებელი, IBSU-ს მოწვეული ლექტორი და მარიამ ნოზაძე, HR მიმართულების ხელმძღვანელი...
IBSU-ს საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, პროექტის "სტაჟირების ხელშეწყობა" ფარგლებში, IBSU-ში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე "Flow & Dream Job ანუ როგორ ვიპოვოთ მუღამიანი სამსახური." საჯარო ლექციას უძღვებოდნენ ლიკა ნოზაძე,...
სისხლის ცენტრისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთობლივი ინიციატივით, IBSU-ში სისხლის უანგარო დონაციის აქცია მეორედ ჩატარდა, რომელშიც უნივერსიტეტის პერსონალი და სტუდენტები ჩაერთნენ. აქციის ფარგლებში გაღებული სისხლი საქართველოს მასშტაბით 20-მდე ჰოსპიტალს...
ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების ჩართულობით IBSU-ში ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის იმიტირებული პროცესი გაიმართა. ღონისძიებას მენტორობდნენ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წარმომადგენლები, რომლებმაც ერთ-ერთი ტელეარხით გასული სადავო სიუჟეტი აჩვენეს დამსწრეებს. ამის შემდეგ დამსწრეები...
ყოველწლიური კულტურული ტურებისა და ექსკურსიების პროგრამის ფარგლებში, IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურმა (IRO) სტუდენტებისთვის ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, ფიჯიდან, თურქეთიდან, საბერძნეთიდან და აზერბაიჯანიდან, კულტურული ტური მოაწყო დუშეთში. ტურის ფარგლებში, სტუდენტები დუშეთის მერიაში შეხვდნენ საკრებულოს სოციალურ...
IBSU-მ სახალხო დამცველის აპარატის ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, გვანცა დავითაშვილს უმასპინძლა. საჯარო ლექციის ფარგლებში, დავითაშვილმა სტუდენტებს ადამიანის უფლებების სწავლების მიმართულებით სახალხო დამცველის პრაქტიკა და რეკომენდაციები გააცნო. ასევე, მოწვეულმა სტუმარმა შეხვედრაზე განიხილა საუნივერსიტეტო გარემოში ადამიანის უფლებების სწავლების...