გამოიცა აბრეშუმის გზის მე-16 საერთაშორისო კონფერენციის კრებული
06.12.2021შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა აბრეშუმის გზის მე-16 საერთაშორისო კონფერენციის კრებული გამოსცა.
კონფერენციაში, რომელიც ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა, 20 ქვეყნის 107 მეცნიერმა მიიღო მონაწილეობა. აბრეშუმის გზის მე-16 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში 11 სექცია მუშაობდა, სადაც 72 მეცნიერის მოხსენებები მოისმინეს. გაიმართა დისკუსიები.
აბრეშუმის გზის მე-16 საერთაშორისო კონფერენცია ონლაინ 14-15 ოქტომბერს ჩატარდა.