[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

პროექტი “სოციალური მეცნიერებები დამწყებთათვის”

13.12.2019

პროექტი “სოციალური მეცნიერებები დამწყებთათვის” ახალი შემადგენლობითა და მიმართულებებით გიბრუნდებათ.  https://bit.ly/36u2tcG

პროექტის ხანგრძლივობაა 2 დღე. თითოეულის დღის ტრენინგის ხანგრძლივობა კი 5 საათი. (არ შეშინდე, ჩვენთან დრო სწრაფად გადის)
პროექტი ჩატარდება ხუთი ძირითადი მიმართულებით. ესეენია:
საჯარო ადმინისტრირება და სახელმწიფო მმართველობა
საერთაშორისო ურთიერთობები
ეკონომიკა
ჟურნალისტიკა
ამერიკისმცოდნეობა

მონაწილეობის მიღება შეეძლებათ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს.
მონაწილეობა არის სრულიად უფასო , ორივე დღის განმავლობაში მოსწავლეები უზრუნველყოფილნი იქნებიან საჭირო ნივთებითა და კვებით.

სარეგისტრაციო ბმული: https://bit.ly/2rKk8Ot

პროექტის დასასრულს თითოეულ მონაწილეს გადაეცემა ორენოვანი სერტიფიკატი.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 13 დეკემბერი.

ტრენინგი მოიცავს როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ ნაწილს. მარტივად რომ ვთქვათ, ბევრს რამეს შეიტყობთ და კარგადაც გაერთობით.
ახალ მეგობრებთან ერთად თქვენ შეიძენთ შემდეგ უნარებს:
• კრიტიკული აზროვნება
• მასალის სწრაფად ათვისება
• ანალიზის უნარი
• აუდიტორიასთან ურთიერთობა
• თავდაჯერებულობა
• ჯანსაღ კონკურენციასთან გამკლავება