პროგრამის მიზანი

ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მიზანია:

  • მოამზადოს კონკურენტურანიანი პრაქტიკოსი ჟურნალისტები, რომლებსაც ექნებათ შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული უნარები, რათა ადგილობრივ და საერთაშრისო დონეზე თანამედროვე ,ობიექტური და მიუკერძოებელი ჟურნალისტიკის სტანდარტებით შეძლონ მედიაბაზარზე თავის დამკვიდრება;
  • განავითაროს კურსდამთავრებულებში ანალიტიკური და კვლევითი უნარები, რის საფუძველზეც ისინი შეძლებენ შეაფასონ რეალური გარემო, კვლევაზე დაფუძნებით განსაზღვრონ ის თემები, რომლის გაშუქებაც მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის
  • მოამზადოს კურსდმათვრებულები, რომლებიც მედიაბაზრის ცვალდებად გარემოში შექმნიან და გაავრცელებენ მედია-პლატფორმებზე ჟურნალისტურ პროდუქციას საზოგადოებისთვის ობიექტური და მიუკერძოებელ ინფორმაციაზე დაფუძნებით, რითაც წვლილს შეიტანენ დემოკრატიული სახელმწიფოს მშნებელობაში.

 

პროგრამაზე ჩარიცხვის წესი

პროგრამაზე სტუდენტი დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს. პროგრამაზე მიღების წინაპირობაა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება. ჩასაბარებელი ძირითადი საგნები: ქართული ენა, უცხო ენა (გერმანული, ინგლისური, რუსული ან ფრანგული). ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არჩევით საგნად აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს ერთ-ერთი შემდეგი ჩამონათვალიდან: ისტორია, მათემატიკა, ლიტერატურა, სამოქალაქო განათლება ან გეოგრაფია.

საქართველოს მოქალაქეები ჩაირიცხებიან IBSU-ს საბაკალავრო პროგრამაზე, თუ მათ წარმატებით აქვთ ჩაბარებული ერთიანი ეროვნული გამოცდები (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე www.naec.ge).საერთაშორისო აპლიკანტების ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე https://iro.ibsu.edu.ge/ka/მიღება/ ).მობილობის წესით ჩარიცხვა ხორციელდება წელიწადში ორჯერ.

შიდა მობილობა ხორციელდება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე www.ibsu.edu.ge). გარე მობილობა ხორციელდება სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: www.eqe.ge).

 

დასაქმების სფერო

  • კურსდამთავრებულის პროფესიული საქმიანობის სფეროა:
  • სამაუწყებლო (რადიო და ტელევიზია) კომპანიები;
  • ბეჭდური და ონლაინ მედია კომპანიები (ვებპორტალები);
  • მედიაჰოლდინგები;
  • საინფორმაციო სააგენტოები;
  • სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნეს კომპანიების პრესსამსახურები;
  • საჯარო სამსახურის სტრუქტურები;
  • კონსალტინგური და სარეკლამო კომპანიები;
  • სარეკლამო კომპანიები და სხვა ნებისმიერი ორგანიზაციები, სადაც საჭიროა ჟურნალისტის კვალიფიკაციის მქონე კადრი.

 

სწავლის საფასური

ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულებისთვის: 3990 ლარი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ჟურნალისტიკის ბაკალავრი
სწავლების ენა: ქართული
ხანგრძლივობა და კრედიტები: 240 კრედიტი (4 წელი)

 

საკონტაქტო ინფორმაცია

პროგრამის ხელმძღვანელი: მაგდა მემანიშვილი
ელ-ფოსტა: 
mmemanishvili@ibsu.edu.ge
ტელეფონი: +995 32 2800 064 (134)
ოთახი: A404

 

პროგრამა