გვანცა იჩქიტი სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა Vilnius University-ში

გვანცამ მიიღო ლიტვის სახელმწიფო სტიპენდია ვილნიუსის უნივერსიტეტში მოკლევადიანი სწავლისთვის და გვიზიარებს თავის გამოცდილებას:

„გაცვლითი პროგრამის ჩემთვის ყველაზე საყვარელი ნაწილი ის არის, რომ მაქვს შესაძლებლობა შევხვდე სხვადასხვა ქვეყნის ადამიანებს და მათთან კომუნიკაცია მქონდეს. გარდა ამისა, გაცვლითი სტუდენტობა მაძლევს უამრავ შესაძლებლობას, ვიმოგზაურო სხვადასხვა ადგილებში და უფრო მეტად შევისწავლო სხვა კულტურები. მტკიცედ მჯერა, რომ ის გამოცდილება, რომელსაც ამ გაცვლის განმავლობაში შევიძენ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩემს კარიერულ განვითარებას.“