სტუდენტური გამოცდილება
- მთავარი
- /
- სტუდენტური გამოცდილება
- /
- იამზე სიჭინავა განათლების, ჰუმანიტარული და...
იამზე სიჭინავა განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სტუდენტი მონაწილეობს Erasmus+გაცვლით პროგრამაში.
საზღვარგარეთ განათლების მიღება არის განსაკუთრებული შესაძლებლობა, რომელზეც შეიძლება
სტუდენტი ოცნებობდეს. მადლობელი ვარ, რომ მომეცა საშუალება მონაწილეობა მიმეღო
Erasmus+ პროგრამაში და ვყოფილიყავი ნომინირებული სტუდენტი. მაზოვის უნივერსიტეტში
სწავლამ შესაძლებლობა მომცა შევხვედროდი პროფესიონალ ლექტორებსა და გასაოცარ
სტუდენტებს. კოლეგებთან შეხედულებებისა და კულტურული ცოდნის გაზიარებამ დამაფიქრა,
რამდენად ურთიერთდაკავშირებულები ვართ ერთმანეთთან.
როგორც ინგლისური ფილოლოგიის სტუდენტი, მაზოვის უნივერსიტეტმა შემომთავაზა საგნები
მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამიდან, რომელიც ძირითადად აქცენტირებულია
პრაქტიკულ უნარებზე. სტუდენტებმა დავაორგანიზეთ იმიტირებული გაკვეთილები განსხვავებული
სტრატეგიებისა და მეთოდების გამოყენებით, რამაც ინგლისური ენის სწავლება მეტად საინტერესო
გახადა.
მობილობის დროს პოლონეთი განსხვავებული კუთხით დავინახე. მისი მდიდარი კულტურა და
ულამაზესი ღირსშესანიშნაობები გამუდმებით მხიბლავს და შთამაგონებს. საზღვარგარეთ
განათლების მიღება და განსაკუთრებული მოგონებების შექმნა იყო ჩემი ოცნება, რომელიც
რეალობად ვაქციე.
მინდა მადლობა გადავუხადო იბსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების ოფისს. პროფესიონალთა
გუნდი, რომელიც მხარში მედგა და მამხნევებდა მთელი პროცესის განმავლობაში. გუნდის
ჩართულობამ ყველა საჭირო დოკუმენტის ორგანიზებისას ჩემი მობილობა უფრო მარტივი და
სასიამოვნო გახადა.
საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვურჩევ სტუდენტებს მიიღონ მონაწილეობა
Erasmus+ პროგრამაში. პროფესიულ ზრდასთან ერთად, მათ ექნებათ შესაძლებლობა უკეთესად
შეიცნონ საერთაშორისო დონის სტანდარტები, გაეცნონ სხვა ქვეყნების მდიდარ კულტურებს და
დააგროვონ დაუვიწყარი მოგონებები. ჩემი აზრით, საზღვარგარეთ განათლების მიღება ნიშნავს
გულში იმ ნაპერწკლის გაღვივებას, რომელიც სამუდამოდ შეგცვლის უკეთესობისკენ.