- 23/06/2025
- Home
- /
- სტუდენტური ცხოვრება

IBSU-ს პრორექტორმა ადმინისტრაციის დარგში, გიორგი მახარაშვილმა მინი ფეხბურთის შიდასაუნივერსიტეტო ტურნირის გამარჯვებულები დააჯილდოვა. ტურნირში 15 სტუდენტური გუნდი მონაწილეობდა და გამარჯვება წილად ხვდა გუნდს „ბრგე“, დავით ქუფარაშვილის კაპიტნობით (გუნდის შემადგენლობა: დავით ქუფარაშვილი, დავით გერგედავა, დავით მუსაშვილი, მიშო მიქელაძე, გუკა მამადაშვილი, დავით ვახანია, მიშო წიკლაური, ფაიზ მოჰამედი, ზუკა ყარანაშვილი, ავთანდილ ბერიძე, გიორგი ბულეიშვილი) მეორე ადგილი დაიკავა გუნდმა „მასიპალი“

IBSU-ს პრორექტორმა ადმინისტრაციის დარგში, გიორგი მახარაშვილმა 3×3 კალათბურთის შიდასაუნივერსიტეტო ტურნირის გამარჯვებულები დააჯილდოვა. ტურნირში 10 სტუდენტური გუნდი მონაწილეობდა და გამარჯვება წილად ხვდა „DIDUBE ENERGY“-ის ილია ცანკაშვილის, ვიქტორ ცხვარაძისა და გიორგი ხუჭუას შემადგენლობით. მეორე ადგილი დაიკავა გუნდმა Crossfire (საბა შუბლაძე, იაკობ გასიტაშვილი, ბადრი ხეთერელი), ხოლო მესამე ადგილი გუნდმა Green FN (ანრი აბულაძე, გიორგი ბასიშვილი, ლუკა ღვინაშვილი). ტურნირი,

IBSU-ში 2024-2025 სასწავლო წლის სტუდენტური პროექტებისა და სეზონური სკოლების დახურვის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. უნივერსიტეტის პრორექტორმა ადმინისტრაციის დარგში გიორგი მახარაშვილმა, პრორექტორმა სასწავლო დარგში სალომე კუჭუხიძემ და მარკეტინგისა და PR-ის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამარ შოშიაშვილმა პროექტებში ჩართულ სტუდენტებს უნივერსიტეტის პოპულარიზაციისთვის გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს და სერტიფიკატებით დააჯილდოვეს. ასევე, სპონსორებმა – სულაკაურის გამომცემლობა • Sulakauri Publishing, Rusty Comics •

სტუდფესტი2025 -ის ფარგლებში გამართული სპორტული აქტივობების ტურნირები, რომელშიც IBSU-ს სტუდენტებიც იღებდნენ მონაწილეობას დასრულდა. სტუდენტებმა ჯომარდობის, ფრენბურთის, ბოულინგის, ქუჩის ფეხბურთის, ფუტსალის, ბადმინტონის, სპრინტის, ჩოგბურთის, სასტენდო სროლის, მკლავჭიდის, მაგიდის ჩოგბურთის, ქართული ჭიდაობის, პეინტბოლის, კლდეზე ცოცვის, ძიუდოს, მინი ფეხბურთის, ბილიარდის, ცურვის, ფრენბურთის, ჭადრაკის, შაშის, ნარდის, კარტინგისა და 3X3-ზე კალათბურთის ტურნირებში მიიღეს მონაწილეობა. IBSU-ს გუნდმა შაშის და ნარდის ტურნირებში

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში შიდა საუნივერსიტეტო კონკურსი ინტელექტუალური თამაშის “რა? სად? როდის?“ ფორმატში ჩატარდა. კონკურსი ორგანიზებული იყო IBSU-ს სტუდენტთა ექსტრაკურიკულური აქტივობების მართვის სამსახურის და ინტელექტუალური თამაშების სტუდენტური კლუბის მიერ. სამ გამარჯვებულ გუნდს გადაეცა ფულადი პრიზები.

სტუდფესტი2025-ის ფარგლებში, დებატებისა და ინტელექტუალური თამაშის ტურნირი გაიმართა, რომელშიც IBSU-ს სტუდენტებმაც მიიღეს მონაწილეობა.