- 17/12/2021
- Home
- /
- სტუდენტური ცხოვრება
- /
- Page 10
16 დეკემბერს, სტუდენტური თვითმმართველობის, კერძოდ კი მუსიკისა და ხელოვნების დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა შემეცნებითი-საგანმანათლებლო თამაში M&M Trivia. თამაშის სპონსორები იყვნენ კინოთეატრი ამირანი, Cavea Cinemas, ხელნაკეთი ნივთების მაღაზია Hippie • ჰიპი და მაღაზიათა ქსელი მინისო • Miniso, რომლებმაც I და II ადგილზე გასულ გუნდებს საჩუქრები გადასცეს ადგილზე მოსულ სტუმრებს კომპანია Red Bull ენერგეტიკული სასმელით გაუმასპინძლდა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ინტელექტ კლუბის ორგანიზებით, “რა? სად? როდის?” ფინალი გაიმართა. ინტელექტუალურ შეჯიბრში 19 გუნდი იღებდა მონაწილეობას. გუნდებმა ფინალში მოსახვედრად 4 ეტაპი გაიარეს, თითო ტურში მონაწილეებს 15 შეკითხვაზე მოუწიათ პასუხის გაცემა. მეორე ტურში – 10 გუნდი გადავიდა, მესამეზე-5, ფინალი კი 20 ნოემბერს – 3 გუნდს შორის გაიმართა. ”მტკვარდალეულები”, ”ვალჰალა” და ”შიკანა” დღეს დაუპირისპირდნენ ერთმანეთს,