- 03/10/2022
- Home
- /
- სტუდენტური ცხოვრება
- /
- Page 6
30 სექტემბერს, მთარგმნელთა და თარჯიმანთა საერთაშორისო დღის აღსანიშნად ენების კლუბ Lingo Quest-ის ორგანიზებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ქართველი მწერალი და მთარგმნელი – ანა კორძაია-სამადაშვილი ესტუმრა. საჯარო ლექციის ფარგლებში სტუმარმა საკუთარი გამოცდილება და ლიტერატურული თარგმნის ხელოვნება გაუზიარა აუდიტორიას. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალი იყო.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის სამართლის ფაკულტეტის დელეგატის-გიორგი წიკლაურისა და სტუდენტთა უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა პროექტი – „რთული შემთხვევები სამართლის ფილოსოფიაში“. პროექტში მონაწილეობა მიიღო 4 გუნდმა. პირველი ეტაპი – 10 ივნისი, 15:30 საათი ფინალური ეტაპი – 17 ივნისი, 13:00 საათი გამარჯვებული გუნდის წევრები არიან: მარიამ ადამია და ვერიკო სირია გამარჯვებული გუნდის
IBSU-ს სტუდენტური კლუბის “BeezUs”-ის ორგანიზებით, სტუდენტები კომპანია Coca-Cola Bottlers Georgia-ს ქარხანას ეწვივნენ. სტუდენტებმა დაათვალიერეს Coca Cola-ს საწარმოო და სამუშაო სივრცეები, აგრეთვე, მასპინძლებისგან მოისმინეს ინფორმაცია კომპანიის დაარსებისა და ფუნქციონირების შესახებ. კლუბის წევრები მსგავს აქტივობებს მომავალშიც გეგმავენ, რათა ადგილზე გაეცნონ სხვადასხვა კომპანიის ფუნქციონირების მნიშვნელოვან ასპექტებს.
IBSU სტუდენტების ინიციატივით, ჩამოყალიბდა “ლიდერთა კლუბი”, გახნის ღონისძიება საკმაოდ მასშტაბური გამოდგა. ლიდერთა კლუბის პირველი სტუმარი გახლდათ პერსონალური ბრენდინგის სპეციალისტი, ქოუჩი მერი ტარიელაშვილი, რომელიც სტუდენტებს ესაუბრა ლიდერობისთვის აუცილებელი უნარების გამომუშავების ხერხებსა და მნიშვნელობაზე. ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა IBSU-ს ახლადშექმნილი ბენდი. ღონისძიების მხარდამჭერი გახლდათ ისევ და ისევ ჩვენი მეგობარი #redbullgeo „ლიდერთა კლუბის“ მიზანს წარმოადგენს საჯარო ლექციებით, ვორქშოფებითა თუ
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები უკრაინის მხარდამჭერ კიდევ ერთ საქველმოქმედო აქციაში ჩაერთნენ – “გარბენი უკრაინისთვის”. პროექტში მონაწილეობდნენ – ზუკა ჭანტურია, ილჰამ თამაზოღლი, ვახტანგ მანია, ნიკო მელიქიძე და პასკალ მასარი. აგრეთვე, IBSU-ს კურსდამთავრებული გურამ ჯაჯანიძე. როგორც ცნობილია, გარბენში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 1500-მა ადამიანმა, შეგროვებული თანხა კი სრულად მოხმარდება ომით დაზარალებულ უკრაინელ ხალხს.
30 მაისს Lingo Quest-ის მორიგი ღონისძიება გაიმართა მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვის ფარგლებში. ამჯერად, საჯარო ლექციას უძღვებოდა მოწვეული ფსიქოლოგი და CBT ფსიქოთერაპევტი, ორგანიზაცია “ერთად ერთისთვის” თანადამფუძვნებელი – იზა კობიაშვილი. ინტერაქციული ლექციის მსვლელობისას სტუმარმა განიხილა სტუდენტების მიერ გამოგზავნილი ანონიმური აღიარებები, რომლის მიხედვითაც კონსულტაცია გაუწია მათ. საინტერესო რჩევებისა და რეკომენდაციებისთვის შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ფსიქოლოგის სოციალური მედიის