სტუდენტური ცხოვრება - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სტუდენტური ცხოვრება

  1. Home
  2. /
  3. სტუდენტური ცხოვრება
  4. /
  5. Page 8

კლუბები

სიახლეები

  • ბილიარდის ტურნირი IBSU-ში
    • 29/03/2022

    ბილიარდის ტურნირი IBSU-ში

    IBSU-ს თვითმმართველობის, კერძოდ გართობის დეპარტამენტის ორგანიზებითა და ადმინისტრაციის ხელშეწყობით, ჩარტარდა ბილიარდის ტურნირი სადაც გაიმარჯვა მიშიკო ბადალაშვილმა  გამარჯვებულს საჩუქრად გადაეცა Icecream Burger • აისქრიმ ბურგერ-ის ვაუჩერი და იბსუს ბრენდირებული ნივთები  იბსუს თვითმართველობა დიდ მადლობას უხდის Pool Room-ს მასპინძლობისთვის

    • 28/03/2022

    IBSU-ს კამპუსში გაიმართა ქართული ფილმის ჩვენება

    24 მარტს, IBSU-ს კამპუსში გაიმართა ქართული ფილმის ჩვენება საერთაშორისო სტუდენტთა ინტეგრაციის კლუბისა და საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ორგანიზებით. ფილმი, რომელიც უცხოელმა სტუდენტებმა ქართველ სტუდენტებთან ერთად იხილეს იყო “მანდარინები“. ისტორიული შინაარსის უკეთ გასაგებად, ფილმის ჩვენებამდე პროფესორმა ნიკოლოზ ჩიტაძემ ჩაატარა მოკლე ლექცია ამ საკითხთან დაკავშირებით და სეანსის შემდგომ IR ოფისის ხელმძღვანელმა, მელიქ ალკანმა გამართა დისკუსია. ერასმუს+-ის გაცვლითი პროგრამით

    • 28/03/2022

    Call of Games

    “Call of Games” ივენთმა IBSU-ს კამპუსში გააერთიანა, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტუდენტები. შეხვედრის მიმდინარეობისას მათ შეძლეს საკუთარი უნარების ადგილზე დემონსტრირება. კონკურსის შედეგად გამოვლინდა სამი გამარჯვებული, რომლებიც დასაჩუქრდნენ სხვადასხვა პრიზებით. ელენე მანოშვილი -გამორჩეული პერფორმანსით მოახერხა კურა-კურას სახალისო სამაგიდო თამაშის “Codename” მოგება ელენე ლელაშვილი – წერის რაუნდში გამოჩენილი კრეატიულობის წყალობით მოიპოვა პრიზი “დამნაშავის ლოგიკისგან” ქეთი ლომიძეს – 

    • 22/03/2022

    ყავა რექტორთან

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით, განახლდა „ყავა პროფესორთან“ შეხვედრების ხანგრძლივი ტრადიცია. რუბრიკის პირველი სტუმარი გახლდათ რექტორი, დოქტ. საფფეთ ბაირაქთუთან. ბ-ნი რექტორი სტუდენტებს არაფორმალურ გარემოში შეხვდა, ისაუბრა უნივერსიტეტის სამომავლო გეგმებზე, უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს, როგორც სამსახურეობრივ, ისე პირად თემებზე, გაუზიარა საკუთარი გამოცდილება, გაიხსენა საინტერესო ისტორიები და მოუსმინა სტუდენტების ინიციატივებს.  

    • 21/03/2022

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში NFT კონფერენცია ჩატარდა

    20 მარტს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველად ჩატარდა NFT კონფერენცია,სადაც მოწვეულმა სპიკერებმა ისაუბრეს NFT-ის შესახებ, აუდიტორიას გააცნეს საკუთარი კოლექციები და გაუზიარეს ყველა ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია,რომელიც უკავშირდება მათ სამომავლო გეგმებს. კონფერენციის დასკვნით ნაწილში სპიკერებმა დამსწრე აუდიტორიისთვის გაათამაშეს თავიანთი კოლექციებიდან რამდენიმე NFT: Elves Army- 2 item (ასევე კონფერენციის მიმდინარეობისას გაიყიდა ერთი აითემი) Programmer Loves – 2 item

  • ბიზნესისა და ტექნოლოგების ფაკულტეტის სტუდენტები იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე
    • 15/03/2022

    ბიზნესისა და ტექნოლოგების ფაკულტეტის სტუდენტები იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე

    13 მარტს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის “ბიზნეს ანბანის პროექტის” 12 სტუდენტი, უნივერსიტეტის სოციალური აქტივობების ხელმღვანელი ბატონი იაშარის ხელმძღვანელობით იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე ბაკურიანში. სტუდენტებმა მეტად სასიამოვნო დრო გაატარეს.