სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. საკონსულტაციო კომპანია TBSC-სა და გრანტ...
  • 06/02/2020

საკონსულტაციო კომპანია TBSC-სა და გრანტ ტორნტონის მიერ ორგანიზებული ბიზნეს ქეისების შეჯიბრი

საკონსულტაციო კომპანია TBSC-სა და გრანტ ტორნტონის მიერ ორგანიზებული ბიზნეს ქეისების შეჯიბრი

2020 წლის 30 იანვარს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საკონსულტაციო კომპანია TBSC Consulting-ის შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. საკონსულტაციო კომპანია TBSC Consulting-ის ინიციატივითა და ხუთი უმაღლესი სასწავლებლის თანაორგანიზებით გასულ წელს ტექნოპარკში გაიმართა ბიზნეს ქეისების შეჯიბრი, რომელიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ღირსეული გამარჯვებით დასრულდა. ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტიდან ქეისების შეჯიბრში სტუდენტებმა I საპრიზო ადგილი დაიკავეს და საჩუქრად 3500 ლარი მიიღეს. პრიზი დააწესა კომპანია „ავერსმა“ და საერთაშორისო კომპანია „ეპტისა“-მ. TBSC Consulting-ი და Grant Thornton-ი მარტის ბოლოს მართავენ უფრო მასშტაბურ ქეისების შეჯიბრს, სადაც მონაწილეობას მიიღებს თხუთმეტამდე უნივერსიტეტი. გუნდებს წინასწარ გადაეცემათ ჰარვარდის უნივერსიტეტის მიერ შედგენილი ბიზნეს ქეისები, რაშიც ისინი შეეჯიბრებიან ერთმანეთს და ეცდებიან გამარჯვების მოპოვებას. მსხვილი ორიგანიზაციების ურთულესი, რეალური ამოცანების ანალიზისა და ამოხსნისთვის მათ ორკვირიანი ვადა მიეცემათ, ხოლო დასკვნით (ფინალურ ტურში) გუნდები საკუთარ ხედვას წარუდგენენ კომპეტენტურ ჟიურის, რომელიც ლიდერი კომპანიების ხელმძღვანელებით იქნება დაკომპლექტებული. ჟიურის წევრებს მორგებული ექნებათ კომპანიების უმაღლესი რგოლის მენეჯერების როლი და შეაფასებენ გუნდებს. ბიზნეს ქეისების შეჯიბრის მიზანია ასწავლოს სტუდენტებს რეალური ბიზნეს პრობლემების გადაწყვეტა და ანალიტიკური აზროვნება.