სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სამეცნიერო სიახლეები
  4. /
  5. IBSU-ს სამეცნიერო ჟურნალმა მაღალი სამეცნიერო...
  • 20/06/2022

IBSU-ს სამეცნიერო ჟურნალმა მაღალი სამეცნიერო ინდექსი მოიპოვა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის “ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ჟურნალმა”   მაღალი სამეცნიერო ინდექსი -Impact Factor Value of 2.357, მოიპოვა.

მაღალი სამეცნიერო ინდექსი უნივერსიტეტის ჟურნალს ISI (International Scientific Indexing)-მ მიანიჭა, რომელიც მსგავს ინდექსს მნიშვნელოვან საერთაშორისო ჟურნალებსა და საკონფერენციო კრებულებს ანიჭებს.

“Journal in Humanities”-ის რედაქტორის, სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, პროფ. დოქტ.  თამარ შიოშვილის შეფასებით, ეს ჟურნალის  დიდი წარმატებაა, რაც მის მაღალ სამეცნიერო ხარისხზე მიუთითებს. “ISI-ს მიზანია გააუმჯობესოს ცნობადობა და ღია წვდომა სამეცნიერო ჟურნალებზე და გაზარდოს მათი მნიშვნელობა. ეს კი, თავის მხრივ, ნიშნავს იმას, რომ გაიზრდება  ჩვენი ჟურნალის ცნობადობა და  ხელმისაწვდომობა.“- განაცხადა

ინგლისურენოვანი სამეცნიერო ჟურნალი Journal in Humanities შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2012 წლიდან, წელიწადში  ორჯერ გამოიცემა. ჟურნალში სტატიებს ბეჭდავენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მეცნიერები.