სიახლეები
- 09/03/2022
ქალთა მიმართ ძალადობის ტრენინგი უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის
ქალთა დღესასწაულებთან დაკავშირებით და სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის ფარგლებში, 7 მარტს ჩატარდა ქალთა მიმართ ძალადობის ტრენინგი.
ტრენინგის თემატიკა მოიცავდა ყველაზე გავრცელებული ძალადობის ფორმების შესახებ ცნობიერების ამაღლებას (ადევნება (ე.წ.stalking), შევიწროება და სხვ.) და ჩვენი საზოგადოების მეტი დაცულობის ხელშეწყობას. ამასთან, ტრენერმა დამსწრე საზოგადობას გაუზიარა საქართველოს გამოცდილება, რეალური სტატისტიკა და გამოწვევები.
ტრენერი: იოსებ წერეთელი, შსს დეტექტივი-გამომძიებელი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი.
ტრენინგის საფასური თანამშრომლებისათვის სრულად დაფარა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა და დასრულებისას გაიცა ელექტრონული სერტიფიკატი.