მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესაძლებლობები IBSU-ში
15.03.2022შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი იწყებს უფასო ტრენინგებს მასწავლებლებისთვის!
ტრენინგების შინაარსი ორი ძირითადი მიმართულებით გაიშლება:
ა) თანამედროვე სწავლების მეთოდები – გულისხმობს დემოკრატიული, მოსწავლეზე ორიენტირებული, კომუნიკაციური და კვლევა-ძიებაზე დაფუძნებული მიდგომების განვითარებას.
ბ) მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა თანამედროვე ციფრული აპლიკაციების მეთოდოლოგიურ გამოყენებას საკლასო ოთახში.
ტრენინგის შედეგად:
მონაწილეები შეძლებენ დაგეგმონ და ჩაატარონ გაკვეთილები დემოკრატიული, მოსწავლეზე ორიენტირებული, კომუნიკაციური და კვლევა-ძიებაზე დაფუძნებული მიდგომებით;
მონაწილეები შეძლებენ გამოიყენონ თანამედროვე ციფრული აპლიკაციები გაკვეთილის დაგეგმვისა და ჩატარების პროცესში;
ტრენინგები ჩატარდება ONLINE და მოიცავს 6 მოდულს (სერტიფიკატის მისაღებად მონაწილე უნდა დაესწროს ექვსივე მათგანს).
27 მარტი
11:00-12:40- მოდული 1- გაზომვადი მიზნებისა და შედეგების ჩამოყალიბება გაკვეთილის გეგმაში
12:40-13:00- შესვენება
13:00- 14:40- მოდული 2 – დემოკრატიული, მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომები- მეთოდები
3 აპრილი
11:00-12:40- მოდული 3 – მოსწავლეზე ორიენტირებული აქტივობების დიზაინი; ინსტრუქციები და სტრატეგიები
12:40-13:00- შესვენება
13:00-14:40- მოდული 4 – ციფრული აპლიკაციების გამოყენება განმავითარებელი შეფასებისას.
10 აპრილი
11:00-12:40- მოდული 5 – თანამედროვე საკლასო ოთახის დაგეგმვისა და მართვის თანამედროვე ტენდეციები
12:40-13:00- შესვენება
13:00-14:40- მოდული 6 – შებრუნებული საკლასო ოთახი- რესურსების გამოყენება.
მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მასწავლებელს.
მსურველები გთხოვთ დარეგისტრირდით ბმულზე: shorturl.at/bipvS