შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში აბიტურიენტების მიღება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ხდება. უნივერსიტეტში ჩარიცხვისთვის მნიშვნელოვანია, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციისას, სასწავლო პროგრამების ჩამონათვალში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს (კოდი 064) პირველი ადგილი მიანიჭოთ.
2024 – 2025 სასწავლო წელი
საბაკალავრო პროგრამები:
კომპიუტერული მეცნიერების და არქიტექტურის სკოლა – ქართულენოვანი პროგრამები
კომპიუტერული მეცნიერების და არქიტექტურის სკოლა – ინგლისურენოვანი პროგრამები
განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა – ქართულენოვანი პროგრამები
განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა – ინგლისურენოვანი პროგრამები
სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა – ქართულენოვანი პროგრამები
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ყველა პროგრამის საფასური არის 4500 აშშ დოლარი.
სამაგისტრო პროგრამები:
სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის წლიური საფასური შეადგენს 4500 ლარს.
,,მენეჯმენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიების“ ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური საფასური შეადგენს 8000 ლარს.
სამაგისტრო პროგრამების საგრანტო სისტემა:
1.თუ მაგისტრანტობის კანდიდატი ხელშეკრულებას გააფორმებს 31 აგვისტომდე და გადაიხდის 950 ლარს, ისარგებლებს 20%-იანი გრანტით.
შენიშვნა: თუ მაგისტრანტობის კანდიდატი არ ჩააბარებს IBSU-ში, აღნიშნული თანხა არ დაუბრუნდება; ჩაბარების შემთხვევაში კი სწავლის საფასურში ჩაეთვლება; თუ მაგისტრანტობის კანდიდატი IBSU-ს შიდა გამოცდას ვერ ჩააბარებს, აღნიშნული თანხა უკან დაუბრუნდება.
2. 10%-იანი გრანტი კურსდამთავრებულებისთვის
3. ერთიან სამაგისტრო გამოცდებზე თუ მაგისტრანტობის კანდიდატი მიიღებს მაქსიმალური შეფასების 80%-ზე მეტს ან BA-ს GPA აქვს 3.3 – მიიღებს წლიურად 1250 ლარიან გრანტს (ჯამში 2500 ლარს).
შენიშვნა: ამ შემთხვევაში დაინიშნება დაფინანსების მოსაპოვებლად გამოცდა, რომლის შედეგიც უნდა იყოს მაქსიმალური ქულის მინიმუმ 80%.
—
შენიშვნა:
IBSU-ს კურსდამთავრებულებს შეუძლიათ ისარგებლონ ერთდროულად სამივე გრანტით.
სხვა უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებისთვის მოქმედებს მხოლოდ ერთი გრანტი, რომელიც მეტია.
სადოქტორო პროგრამები:
სადოქტორო პროგრამებზე სწავლის წლიური საფასური შეადგენს 4500 ლარს.