[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

UNI4VERSE სტარტაპ კონკურსის საინფორმაციო შეხვედრა

18.10.2024

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა საუნივერსიტეტო სტარტაპ კონკურსის ‘UNI4VERSE’ საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც ხორციელდება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ.

შეხვედრა დაეთმო კონკურსის ძირითად თემას – “მწვანე ეკონომიკა და განახლებადი რესურსები,” რომელსაც უძღვებოდნენ GITA-ს წამყვანი ექსპერტები.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს კონკურსის ეტაპები, მენტორების მხარდაჭერა და ის შესაძლებლობები, რომლებიც მონაწილეებს ელით იდეების განვითარების პროცესში.

კონკურსის პირველ ეტაპზე, IBSU-ში ჩატარდება შიდა ჩემპიონატი მოცემულ თემაზე სტარტაპ იდეების შესახებ, რის ფარგლებშიც აირჩევა ერთი გუნდი, რომელიც წარადგენს უნივერსიტეტს საბოლოო კონკურსში.