ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამები - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამები

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელის პოზიციაზე:

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (შესაბამისი მიმართულებით);
  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და/ან უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (მათ შორის, სწავლების გამოცდილება);
  • ვაკანსიის შესაბამისი პროფესიული/პრაქტიკული გამოცდილება;
  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა.

 

პიროვნული თვისებები:

  • მაღალი პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
  • პრეზენტაციისა და სწავლების უნარი;
  • ლიდერობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
  • ძლიერი ანალიტიკური, ლოგიკური და კრეატიული აზროვნება.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ და წარმოადგინოთ რეზიუმე სხვა შესაბამის საკვალიფიკაციო დოკუმენტაციასთან ერთად, შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე:  hr@ibsu.edu.ge.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 15 დეკემბერი. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ელ. ფოსტის თემის გრაფაში.

გთხოვთ, იხილოთ  და შეავსოთ განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ მითითებულ ელ. ფოსტაზე.