[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

მოწვეული ლექტორი – კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლა აცხადებს ვაკანსიას კომპიუტერული მეცნიერების ქართული და ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის მოწვეული ლექტორის პოზიციაზე შემდეგ სასწავლო კურსში:

1.      ვებ დაპროგრამება 1 (ქართულენოვანი) – 1 ადგილი;

2.      წრფივი ალგებრა (ქართულენოვანი) – 1 ადგილი;

3.      წრფივი ალგებრა (ინგლისურენოვანი) – 1 ადგილი;

4.      კომპიუტერის არქიტექტურა (ინგლისურენოვანი) – 1 ადგილი;

5.      კომპიუტერული მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების ასპექტები (ქართულენოვანი) – 1 ადგილი;

6.      კომპიუტერული მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების ასპექტები (ინგლისურენოვანი) – 1 ადგილი;

7.      საინფორმაციო ტექნოლოგიების პროექტების მენეჯმენტი (ინგლისურენოვანი) – 1 ადგილი;

8.      კომპიუტერული თამაშების დაპროგრამება (ქართულენოვანი) – 1 ადგილი;

9.      კომპიუტერული თამაშების დაპროგრამება (იგნლისურენოვანი) – 1 ადგილი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) შესაბამისი/მომიჯნავე მიმართულების სულ მცირე მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს გამოცხადებული ვაკანსიის  შესაბამისი, დოკუმენტურად დადასტურებული შესაბამის დარგში მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება ან სპეციალური მომზადება ან დარგის შესაბამისი არანაკლებ 1 წელი სამეცნიერო და/ან პედაგოგიური გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და პროგრამის/სასწავლო კურსის შესატყვისი ენის ცოდნის შესაბამისი დონე;

ბ) მიმართულების არაშესაბამისი (გარდა მომიჯნავესა) სულ მცირე მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც ფლობს პროგრამის/სასწავლო კურსის შესატყვისი ენის ცოდნის შესაბამის დონეს და ამავდროულად აკმაყოფილებს ქვემოთ მოცემულ ორ პირობას:

1) დოკუმენტურად დადასტურებული მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება (დარგში);

2)   დარგში სპეციალური მომზადება;

3)   დარგში არანაკლებ 1 წლიანი სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

გ) ქართული  და ინგლისური ენების ცოდნა B2 დონეზე.

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, წარმოადგინოთ პირადი საქმე აღნიშნულ ელ.ფოსტის მისამართზე – hr@ibsu.edu.ge არაუგვიანეს 2023 წლის 5 აგვისტოსი და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა:  5 აგვისტო, 2023

თანდართული ფაილები:

განცხადება

საინფორმაციო ფორმა