შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლაში ცხადდება ვაკანსია:
· სკოლის დეკანი
· სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· უმაღლესი განათლება (დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკდემიური ხარისხი) სამართლის მიმართულებით;
· უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, უმაღლესი განათლების საკითხებთან და/ან საგანმანათლებლო პროგრამებთან მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
· ქართული და ინგლისური ენების ცოდნა.
დამატებითი მოთხოვნები:
· მართვა და ლიდერობა;
· ეფექტური კომუნიკაციისა და დელეგირების უნარები;
· შემჭიდროვებულ ვადებში და კომპლექსურ გარემოში მუშაობის უნარი;
· პრობლემების გადაჭრისა და დროის ეფექტური მართვის უნარი;
დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზუმე მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე – hr@ibsu.edu.ge და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 20 აგვისტო. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.