[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

საქმისწარმოების დეპარტამენტის მენეჯერი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საქმისწარმოების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას საქმისწარმოების მენეჯერის თანამდებობის დასაკავებლად.

 

სამუშაო მოვალეობები:

  • საქმისწარმოების დეპარტამენტთან დაკავშირებული ოფიციალური დოკუმენტების სათანადო დონეზე გაფორმება/რეგისტრაცია/შენახვა;
  • შემოსული და გასული კორესპონდენციის აღრიცხვა,  დამუშავება, ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირება და უნივერსიტეტის რექტორთან წარდგენა;
  • დოკუმენტაციის ერთიანი წესით შენახვა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
  • უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილ პროექტებში ჩართულობა და მხარდაჭერა;
  • უზრუნველყოს დანიშნულებისამებრ დოკუმენტაციის ადრესატებამდე მიწოდება;
  • წერილების მიღება და პირველადი დამუშავება;
  • რეგისტრაცია, აღრიცხვაზე აყვანა და წერილებზე კონტროლი, მათი წინასწარი განხილვა, გადარჩევა და მომზადება უნივერსიტეტის რექტორთან წარსადგენად;
  • საბუთების სრული სიზუსტით გაფორმების კონტროლის განხორციელება რექტორის ხელმოწერამდე;
  • ბრძანებების, მოხსენებითი ბარათების დამუშავება და აღრიცხვა;
  • დოკუმენტაციის ერთიანი წესით შენახვისა და ინფორმაციის ოპერატიული გამოყენების უზრუნველყოფა;
  • კომპეტენციის ფარგლებში ავტორიზაციის/აკრედიტაციის  პროცესში მონაწილეობა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემულ სხვა დავალებების შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სახელმწიფო მართვის, სამართალის ან ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით);
  • მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
  • უპირატესობა მიენიჭებათ მსგავს პოზიციაზე გამოცდილების მქონე პირებს.

 

პიროვნული უნარ-ჩვევები

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ორგანიზაციული უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
  • პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;
  • გუნდური მუშაობა.

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო განრიგი: ორშაბათი – პარასკევი (09:00 – 18:00სთ-მდე ან 08:30 – 17:30სთ-მდე);

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@ibsu.edu.ge

გთხოვთ, გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის სათაურის (subject) ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება:  „საქმისწარმოების მენეჯერი“.

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 30 აპრილის ჩათვლით.

 

წაყენებული მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის.

გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!