Image Alt

მოწვეული ლექტორი, შედარებითი კომერციული სამართლის სამაგისტრო პროგრამა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიებს შედარებითი კომერციული სამართლის სამაგისტრო პროგრამის მოწვეული ლექტორის პოზიციაზე შემდეგ სასწავლო კურსებში:

1. სამართლებრივი წერისა და კვლევის მეთოდები – (ქართული)
2. შედარებითი საკორპორაციო სამართალი – (ქართული)
3. კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობები – ევროპული მოდელი -(ინგლისური)
4. საბანკო სამართალი – თანამედროვე პრაქტიკა (ქართული)
5. ევროკავშირის ბიზნეს სამართალი – (ქართული/ინგლისური)
6. ევროკავშირის კომერციული სამართალი – (ქართული/ინგლისური)
7. კორპორაციული მართვა – (ქართული/ინგლისური)
8. მტკიცების პროცესი სამოქალაქო სამართალში – (ქართული)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • დოქტორის ხარისხი შესაბამისი მიმართულებით; ან მაგისტრის ხარისხი და შესაბამის დარგში მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება;
  • ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა (ინგლისურენოვანი კურსისათვის)

პიროვნული თვისებები:

  • გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • სწავლების უნარი;
  • პრეზენტაციის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა, არაუგვიანეს 2020 წლის 7 თებერვლისა, უნდა გამოაგზავნონ განცხადება თანდართული მოთხოვნილი დოკუმენტაციით აღნიშნულ ელ. მისამართზე: hr@ibsu.edu.ge. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ. N 2; 0131, თბილისი, საქართველო
ელ. ფოსტა: hr@ibsu.edu.ge
ტელ: +995 32595007