[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

მოწვეული ლექტორი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას მოწვეული ლექტორის პოზიციაზე შემდეგ სასწავლო კურსებში:

  • რასა და თანამედროვე პოლიტიკური აზრი (სწავლების ენა – ინგლისური);
  • ტექსტის ანალიზი (სწავლების ენა – ინგლისური);
  • მსოფლიო ლიტერატურის მიმოხილვა (სწავლების ენა – ინგლისური);
  • აღორძინების ხანის ინგლისური ლიტერატურა (სწავლების ენა – ინგლისური);
  • მედიასამართალი (სწავლების ენა – ქართული);
  • ევროპული ინტეგრაციის პოლიტიკა (სწავლების ენა – ქართული);
  • ქართული და ინგლისური ენები
  • შესავალი ფინანსურ აუდიტში (სწავლების ენა – ქართული);
  • არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პოლიტიკა (სწავლების ენა – ქართული);

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • დოქტორის ხარისხი შესაბამისი მიმართულებით; ან მაგისტრის ხარისხი და შესაბამის დარგში მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება;
  • ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა (ინგლისური სექტორისთვის).

პიროვნული თვისებები:

  • გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • სწავლების უნარი;
  • პრეზენტაციის უნარი;
  • ძლიერი ანალიტიკური, ლოგიკური და კრეატიული აზროვნების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა, არაუგვიანეს 2020 წლის 4 სექტემბრისა, უნდა გამოაგზავნონ განცხადება თანდართული მოთხოვნილი დოკუმენტაციით აღნიშნულ ელ-ფოსტა: hr@ibsu.edu.ge. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ. N 2; 0131, თბილისი, საქართველო

www.ibsu.edu.ge
ელ-ფოსტა: hr@ibsu.edu.ge
ტელ: +99532595007