ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მიზანია:
პროგრამაზე სტუდენტი დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს. პროგრამაზე მიღების წინაპირობაა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება. ჩასაბარებელი ძირითადი საგნები: ქართული ენა, უცხო ენა (გერმანული, ინგლისური, რუსული ან ფრანგული). ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არჩევით საგნად აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს ერთ-ერთი შემდეგი ჩამონათვალიდან: ისტორია, მათემატიკა, ლიტერატურა, სამოქალაქო განათლება ან გეოგრაფია.
საქართველოს მოქალაქეები ჩაირიცხებიან IBSU-ს საბაკალავრო პროგრამაზე, თუ მათ წარმატებით აქვთ ჩაბარებული ერთიანი ეროვნული გამოცდები (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე www.naec.ge).საერთაშორისო აპლიკანტების ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე https://iro.ibsu.edu.ge/ka/მიღება/ ).მობილობის წესით ჩარიცხვა ხორციელდება წელიწადში ორჯერ.
შიდა მობილობა ხორციელდება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე www.ibsu.edu.ge). გარე მობილობა ხორციელდება სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: www.eqe.ge).
ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულებისთვის: 3990 ლარი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ჟურნალისტიკის ბაკალავრი
სწავლების ენა: ქართული
ხანგრძლივობა და კრედიტები: 240 კრედიტი (4 წელი)
პროგრამის ხელმძღვანელი: მაგდა მემანიშვილი
ელ-ფოსტა: mmemanishvili@ibsu.edu.ge
ტელეფონი: +995 32 2800 064 (134)
ოთახი: A404