აკადემიური ღია კონკურსი - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

  1. Home
  2. /
  3. ვაკანსიები
  4. /
  5. აკადემიური ღია კონკურსი

აკადემიური ღია კონკურსი

შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2026 წლის 18 მარტიდან აცხადებს ღია კონკურსს  ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის, ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შემდეგი მიმართულებით:

საგანმანათლებლო პროგრამა: არქიტექტურა

საფეხური: ბაკალავრიატი

სწავლების ენა: ქართული

  1. არქიტექტურული პროექტირება და დიზაინი:

სასწავლო კურსები: არქიტექტურული პრორექტირება 1,2,3,4,5; საბაკალავრო პროექტი; არქიტექტურული ხაზვა; არქიტექტურული კომპოზიციის საფუძვლები)

  • ასოცირებული პროფესორი -3 ვაკანსია 4 წლის ვადით
  • ასისტენტ-პროფესორი – 3 ვაკანსია 3 წლის ვადით
  • ასისტენტი- 3 ვაკანსია 3 წლის ვადით
  1. ქალაქგეგმარება:

(ურბანული დაგეგმარების საფუძვლები; მომავლის ქუჩა ურბანულ კონტექსტში; სოციალური

მდგრადობა)

  • ასოცირებული პროფესორი – 2 ვაკანსია 4 წლის ვადით
  • ასისტენტ-პროფესორი – 2 ვაკანსია 3 წლის ვადით
  • ასისტენტი- 2 ვაკანსია 3 წლის ვადით
  1. ინტერიერის დიზაინი:

(ინტერიერის დიზაინის საფუძვლები)

  • ასოცირებული პროფესორი – 2 ვაკანსია 4 წლის ვადით
  • ასისტენტ-პროფესორი- 2 ვაკანსია 3 წლის ვადით
  • ასისტენტი- 2 ვაკანსია 3 წლის ვადით
  1. გარემოს დიზაინი/ლანდშაფტის არქიტქეტურა;

(გარემოს დიზაინის საფუძვლები; ლანდშაფტის დიზაინის საფუძვლები)

  • ასოცირებული პროფესორი – 2 ვაკანსია 4 წლის ვადით
  • ასისტენტ-პროფესორი- 2 ვაკანსია 3 წლის ვადით
  • ასისტენტი- 2 ვაკანსია 3 წლის ვადით
  1. მხაზველობითი გეომეტრია:

(გეომეტრიული მოდელირების საწყისები)

  • ასოცირებული პროფესორი – 2 ვაკანსია 4 წლის ვადით
  • ასისტენტ-პროფესორი- 2 ვაკანსია 3 წლის ვადით
  • ასისტენტი- 2 ვაკანსია 3 წლის ვადით
  1. არქიტექტურის ისტორია და კულტურული მემკვიდრეობა:

(კულტურული მემკვიდრეობა; არქიტექტურა და ხელოვნება საუკუნეების განმავლობაში; მოდერნიზმი არქიტექტურასა და ხელოვნებაში; არქიტექტურა დღეს)

  • ასოცირებული პროფესორი – 2 ვაკანსია 4 წლის ვადით
  • ასისტენტ-პროფესორი- 2 ვაკანსია 3 წლის ვადით
  • ასისტენტი- 2 ვაკანსია 3 წლის ვადით
  1. სახვითი ხელოვნება:

(რეპრეზენტატიული ხატვა, არქიტექტურული გრაფიკა)

  • ასოცირებული პროფესორი – 2 ვაკანსია 4 წლის ვადით
  • ასისტენტ-პროფესორი- 2 ვაკანსია 3 წლის ვადით
  • ასისტენტი- 2 ვაკანსია 3 წლის ვადით
  1. სამოქალაქო ინჟინერია:

(უახლესი კონსტრუქციები; მასალები და კონსტრუქციები; შრომის უსაფრთხოება)

  • ასოცირებული პროფესორი – 2 ვაკანსია 4 წლის ვადით
  • ასისტენტ-პროფესორი- 2 ვაკანსია 3 წლის ვადით
  • ასისტენტი- 2 ვაკანსია 3 წლის ვადით
  1. გეოდეზია:

(გეოდეზია)

  • ასოცირებული პროფესორი – 2 ვაკანსია 4 წლის ვადით
  • ასისტენტ-პროფესორი- 2 ვაკანსია 3 წლის ვადით
  • ასისტენტი- 2 ვაკანსია 3 წლის ვადით
  1. შრომის უსაფრთხოება (HSE):

(შრომის უსაფრთხოება)

  • ასოცირებული პროფესორი – 2 ვაკანსია 4 წლის ვადით
  • ასისტენტ-პროფესორი- 2 ვაკანსია 3 წლის ვადით
  • ასისტენტი- 2 ვაკანსია 3 წლის ვადით

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსანტმა უნდა დააკმაყოფილოს საკონკურსო ვაკანსიაზე მოთხოვნილი შესაბამისობა, ქვემოთ მოყვანილ კრიტერიუმებთან:

 

ასოცირებული პროფესორი – აკადემიური ნიშნით

ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი შესაბამის მიმართულებაში/დარგში;

ბ) არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;

გ) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;

დ) აკადემიური საქმიანობის ხედვა;

ე) საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს(ებ)ის წარმოდგენა;

ვ) სასურველია ინგლისური ენის B2 დონის ენობრივი კომპეტენციის ფლობა

 

ასისტენტ-პროფესორი – აკადემიური ნიშნით

ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი შესაბამის მიმართულებაში/დარგში;

ბ) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;

გ) აკადემიური საქმიანობის ხედვა;

დ) საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს(ებ)ის წარმოდგენა;

ე) სასურველია ინგლისური ენის B2 დონის ენობრივი კომპეტენციის ფლობა

 

ასისტენტი – აკადემიური ნიშნით

ა) მოქმედი სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის აქტიური სტატუსი საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ან უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის აქტიური სტატუსი, შესაბამისი აღიარების დოკუმენტის წარმოდგენის პირობით.

ბ) სასურველია ინგლისური ენის B2 დონის ენობრივი კომპეტენციის ფლობა

 

ასოცირებული პროფესორი – პროფესიული ნიშნით

ა) არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში წამყვან თანამდებობებზე პრაქტიკულ მოღვაწეობასთან (მათ შორის: განხორციელებული არქიტექტურული ან ურბანული პროექტები (ავტორობა/თანაავტორობა), მომზადებული ტექნიკური ანგარიშები, არქიტექტურული ან საპროექტო დიზაინები, საინჟინრო ან საპროექტო დოკუმენტაცია, აგრეთვე პროფესიული სტანდარტების, სახელმძღვანელოების ან მეთოდური მასალების შემუშავებაში მონაწილეობა);

გ) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 (ათი) წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;

დ) აკადემიური საქმიანობის ხედვა;

ე) საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს(ებ)ის წარმოდგენა;

ვ) სასურველია ინგლისური ენის B2 დონის ენობრივი კომპეტენციის ფლობა

 

ასისტენტ-პროფესორი – პროფესიული ნიშნით

ა) არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში წამყვან თანამდებობებზე პრაქტიკულ მოღვაწეობასთან;(მათ შორის: განხორციელებული არქიტექტურული ან ურბანული პროექტები (ავტორობა/თანაავტორობა), მომზადებული ტექნიკური ანგარიშები, არქიტექტურული ან საპროექტო დიზაინები, საინჟინრო ან საპროექტო დოკუმენტაცია, აგრეთვე პროფესიული სტანდარტების, სახელმძღვანელოების ან მეთოდური მასალების შემუშავებაში მონაწილეობა);

გ) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 (ათი) წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;

დ) აკადემიური საქმიანობის ხედვა;

ე) საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს(ებ)ის წარმოდგენა;

ვ) სასურველია ინგლისური ენის B2 დონის ენობრივი კომპეტენციის ფლობა

 

ასისტენტი – პროფესიული ნიშნით

ა) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში, წამყვან თანამდებობებზე პრაქტიკულ მოღვაწეობასთან.(მათ შორის: განხორციელებული არქიტექტურული ან ურბანული პროექტები (ავტორობა/თანაავტორობა), მომზადებული ტექნიკური ანგარიშები, არქიტექტურული ან საპროექტო დიზაინები, საინჟინრო ან საპროექტო დოკუმენტაცია, აგრეთვე პროფესიული სტანდარტების, სახელმძღვანელოების ან მეთოდური მასალების შემუშავებაში მონაწილეობა);

გ) სასურველია ინგლისური ენის B2 დონის ენობრივი კომპეტენციის ფლობა

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები (ბეჭდური და/ან ელექტრონული ფორმით):

  1. განცხადება, შესაბამისი აკადემიური თანამდებობისა და მიმართულების მითითებით; (იხილეთ თანდართული დოკუმენტი);
  2. კონკურსანტის ანკეტა; (იხილეთ თანდართული დოკუმენტი);
  3. პირადობის/ID ბარათის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული პასპორტის თარგმანი/ბინადრობის ნებართვის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
  4. ქართულენოვანი დიპლომის ასლი ან/და ნოტარიულად დამოწმებული უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომის/ შესაბამისი სერტიფიკატის თარგმანი. იმ შემთხვევაში თუ დიპლომი ჯერ არ გაცემულა, დამთავრების ცნობის წარდგენა აუცილებელია. ამასთან, უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომი აღიარებულ უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და წარმოდგენილ იქნეს აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  5. სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა;
  6. CV ქართულ და ინგლისურ ენაზე;
  7. დარგის შესაბამისი სამეცნიერო შრომებისა და პუბლიკაციების სია და მათი ასლები (ბოლო 5, პროფესიული ნიშნით განაცხადის შემოტანის შემთხვევაში ბოლო 10 წლის განმავლობაში);
  8. ცნობა ყოფილი/ამჟამინდელი სამსახურიდან (შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი-ის გარდა);
  9. უცხო პროგრამის/სასწავლო კურსის შესატყვისი ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ასლი/შესაბამის უცხო ენაზე მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საჭიროების შემთხვევაში). უცხო ენაზე გაცემული დოკუმენტის შემთხვევაში ‒სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი და ასლი ან შესაბამის ენაზე სალექციო კურსების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი
  10. აკადემიური თანამდებობის პოზიციის დაკავების ვაკანსიისთვის დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი სხვა დოკუმენტაცია;
  11. პროფესიული ნიშნით აკადემიური პოზიციის დაკავების შემთხვევაში პროფესიული ნიშნის დამადასტურებელი დოკუმენტები მათ შორის არქიტექტურის სფეროში პროფესიული პრაქტიკის შედეგების დადასტურება, რაც მოიცავს კანდიდატის მიერ განხორციელებულ ან მის მონაწილეობით შესრულებულ არქიტექტურულ/ურბანულ პროექტებს, ტექნიკურ ანგარიშებს, საპროექტო დიზაინებს, საინჟინრო ან საპროექტო დოკუმენტაციას, ასევე პროფესიული სტანდარტების, სახელმძღვანელოების ან მეთოდური დოკუმენტების შემუშავებას.;
  12. არასახელმწიფო ენაზე გაცემული დოკუმენტის შემთხვევაში (გარდა სერტიფიკატებისა), სავალდებულოა სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის წარმოდგენა.
  13. აკადემიური საქმიანობის ხედვა;
  14. სილაბუს(ებ)ი (თანდართული ფორმის მიხედვით).

 

შერჩეულმა კანდიდატებმა დამატებით უნდა წარმოადგინონ:

– ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ და ცნობა  უფლების ჩამორთმევის შესახებ.

–  ანგარიშის ნომერი თიბისი ბანკიდან;

 

დაინტერესებულმა პირმა საჭირო დოკუმენტები (ბეჭდური და/ან ელექტრონული ფორმით) უნდა წარმოადგინოს 2026 წლის 20 აპრილს (10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე) შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პერსონალის მართვის სამსახურში სამსახურში.

 

საკონტაქტო ტელეფონი: +995 32 280 00 64

მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ, #2.

ელ ფოსტა: vacancy@ibsu.edu.ge.

 

ელექტრონული ფოსტით განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, გთხოვთ წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ შესაბამისი პოზიცია და მიმართულება.

 

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

  1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით კონკურსანტთა შერჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად);
  2. შერჩეული კონკურსანტების საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება (გასაუბრების გრაფიკი/დრო გეცნობებათ პირადად);
  3. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, გასაუბრებამ შესაძლებელია მოიცვას საჩვენებელი ლექციის ჩატარება, რის შესახებაც ეცნობება კონკურსანტს.

 

კონკურსის ვადები:

  • საკონკურსო დოკუმენტების მიღება: 2026 წლის 20 აპრილი;
  • კონკურსის პირველი ეტაპი/საბუთების გადარჩევა : 2026 წლის 22 აპრილი;
  • კონკურსის მეორე ეტაპი/გასაუბრება: 2026 წლის 23 აპრილი;
  • საჩვენებელი ლექცია (საჭიროების მიხედვით): 2026 წლის 27 აპრილი;
  • კონკურსის შედეგების გამოქვეყნება: 2026 წლის 28 აპრილი;
  • აპელაციების/საჩივრების მიღება: 2026 წლის 29 აპრილი;
  • აპელაციების/საჩივრების განხილვა: 2026 წლის 30 აპრილი;
  • კონკურსის საბოლოო შედეგების გამოქვეყნება: 2026 წლის 01 მაისი.

 

კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება იბსუს-ს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.ibsu.edu.ge

 

თანდართული დოკუმენტები:

  • განცხადების ფორმა
  • კონკურსანტის ანკეტა
  • სილაბუსები ( ქართული ან ინგლისური)