ბიზნესის სკოლის დეკანი - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

  1. Home
  2. /
  3. ვაკანსიები
  4. /
  5. ბიზნესის სკოლის დეკანი

ბიზნესის სკოლის დეკანი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ბიზნესის სკოლის დეკანის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ, #2
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქციამოვალეობები

  • ბიზნესის სკოლის სტრატეგიული განვითარების დაგეგმვა და განხორციელება;
  • საგანმანათლებლო პროგრამების (საბაკალავრო, სამაგისტრო,სადოქტორო) ხარისხის უზრუნველყოფა და განვითარება;
  • აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მართვა, შეფასება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
  • სასწავლო პროცესის ორგანიზება და მონიტორინგი;
  • სტუდენტთა აკადემიური გარემოს გაუმჯობესება და მხარდაჭერა;
  • კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის განვითარება;
  • აკრედიტაციისა და ავტორიზაციის პროცესებში მონაწილეობის მიღება;
  • უნივერსიტეტის შიდა წესდებებისა და პოლიტიკების შესრულების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი შესაბამისი მიმართულებით;
  • სულ მცირე 5 წლიანი გამოცდილება განათლების სფეროში (მინიმუმ 2 წლიანი ხელმძღვანელობითი გამოცდილება);
  • ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2+ დონეზე;
  • უმაღლესი განათლების მარეგულირებელი აქტების ცოდნა;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტების ცოდნა;
  • ეროვნული კვალიფიკაციის ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის ცოდნა.

პიროვნული უნარები

  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • სხვადასხვა ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირების უნარი.

შერჩევის ეტაპები

  • CV-ების გადარჩევა;
  • ინდივიდუალური გასაუბრება.

განაცხადის წარდგენა

დაინტერესებულმა პირებმა 10 თებერვლის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@ibsu.edu.ge

გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.