ვაკანსიები
- Home
- /
- ვაკანსიები
- /
- საქმისწარმოებისა და რეესტრის სამსახურის...
საქმისწარმოებისა და რეესტრის სამსახურის უფროსი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას საქმისწარმოებისა და რეესტრის სამსახურის უფროსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ, #2
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ფუნქცია-მოვალეობები
- საქმისწარმოებისა და რეესტრის სამსახურის საქმიანობის საერთო მართვა და კოორდინაცია;
- ფუნქციების განაწილება სამსახურის თანამშრომლებს შორის, მათი კონსულტირება, დავალებების მიცემა და შესრულების კონტროლი;
- სამსახურის წლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება და წლის ბოლოს შესაბამისი ანგარიშის მომზადება;
- ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა და დოკუმენტბრუნვის პროცესის მართვა;
- შემოსული და გასული დოკუმენტების რეგისტრაცია, დამუშავება, გაგზავნა და შესრულებაზე მონიტორინგი;
- საქმეთა ნომენკლატურის შედგენა, საქმეთა ფორმირება და არქივისთვის გადაცემის პროცესის კონტროლი;
- საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრთან დაკავშირებული საქმიანობის უზრუნველყოფა კანონმდებლობის შესაბამისად;
- არქივში დაცული დოკუმენტების აღრიცხვის, შენახვისა და დაცვის უზრუნველყოფა;
- მონაცემების დამუშავება და რეესტრის წარმოება;
- სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები
- მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
- უმაღლესი განათლების მარეგულირებელი კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ცოდნა;
- საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე შესაბამისი კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების ცოდნა;
- უნივერსიტეტის შიდა მარეგულირებელი აქტების ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და ვერბალური) არანაკლებ B2 დონეზე;
- კომპიუტერული პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა.
კომპეტენციები და უნარები
- შედეგზე ორიენტაციის უნარი;
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ინფორმაციის გაზიარების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირების უნარი;
- შერჩევის, შეფასებისა და უკუკავშირის ეფექტურად გაზიარების უნარი.
განაცხადის წარდგენა
დაინტერესებულმა პირებმა 20 იანვრის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@ibsu.edu.ge
გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.