უნივერსიტეტის პრეზიდენტის თანაშემწე - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

  1. Home
  2. /
  3. ვაკანსიები
  4. /
  5. უნივერსიტეტის პრეზიდენტის თანაშემწე

უნივერსიტეტის პრეზიდენტის თანაშემწე

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას უნივერსიტეტის პრეზიდენტის თანაშემწის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ. #2
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ფუნქცია-მოვალეობები:

• უნივერსიტეტის პრეზიდენტის საქმიანობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
• უნივერსიტეტის პრეზიდენტის შეხვედრების, ოფიციალური ვიზიტების, ღონისძიებებისა და აქტივობების დაგეგმვა და ორგანიზება;
• უნივერსიტეტის პრეზიდენტის შიდა და გარე კომუნიკაციის კოორდინაცია;
• ოფიციალური კორესპონდენციის წარმოება და კონტროლი;
• უნივერსიტეტის პრეზიდენტის დავალებების შესრულების მონიტორინგი;
• შეხვედრებზე დასწრება და ოქმების წარმოება;
• ინფორმაციის მოძიება, ანალიზი და უნივერსიტეტის პრეზიდენტისთვის წარდგენა;
• უნივერსიტეტის პრეზიდენტის სამუშაო კალენდრის მართვა;
• უნივერსიტეტში მოქმედი ელექტრონული სისტემების გამოყენება;
• პრეზიდენტის მიერ განსაზღვრული სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:
• მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
• გამოცდილება: 7 წელი უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ პოზიციაზე;
• ინგლისური ენის ცოდნა (როგორც წერილობითი, ასევე ვერბალური ფორმით) C1 დონეზე;
• კომპიუტერული პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა;
• პროექტების მართვის გამოცდილება
• უმაღლესი განათლების მარეგულირებელი კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ცოდნა;

კომპეტენცია და უნარები:
• დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
• ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
• გუნდური მუშაობის უნარი;
• დროის ეფექტურად მართვის უნარი;
• ინფორმაციის გაზიარების უნარი;
• დეტალებზე ორიენტირების უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა 10 თებერვლის ჩათვლით გამოგვივზავნეთ CV მისამართზე: vacancy@ibsu.edu.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.