სიახლეები
- 17/09/2024
VIRTUALLYEDU-ს პირველ გაცვლით ტურში IBSU-ს 31 სტუდენტი მონაწილეობდა
Erasmus+ ვირტუალური გაცვლითი პროგრამა VIRTUALLYEDU-ს პირველი გაცვლით ტურში, IBSU-ს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების 31 სტუდენტი მონაწილეობდა. სტუდენტებს საშუალება მიეცათ გაეზიარებინათ თავიანთი ცოდნა და აემაღლებინათ ცნობიერება სხვადასხვა მოდულებზე, როგორებიცაა მულტი წიგნიერება და მულტიმოდალობა, კიბერუსაფრთხოება, სიძულვილის ენა ციფრულ გარემოში და ა.შ.
პროგრამის მიზანია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან და აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებიდან დაახლოებით 2,500-მდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისა და ახალგაზრდების ჩართვა კიბერუსაფრთხოებისა და ციფრული წიგნიერების აქტივობებში.
პროგრამის თითოეული მონაწილე დაეუფლება ციფრული განათლებისა და გლობალური კომუნიკაციისთვის აუცილებელ უნარებს.
პროექტის მენეჯერის, ტრენერისა და გაცვლითი პროგრამის ფასილიტატორის, კატერინა პუგაჩოვას განცხადებით, „VIRTUALEDU პროექტი არის ინოვაციური ინიციატივა, რომელიც ეხება თანამედროვე განათლების მნიშვნელოვან საკითხებს. პროექტი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ციფრული წიგნიერების მხარდასაჭერისა და კულტურათაშორისი კავშირების გაძლიერების მხრივ. მისი მიზნები სრულად შეესაბამება სწრაფად ცვალებადი რეალობის მოთხოვნებს, განსაკუთრებით უმაღლეს განათლებაში“.
VIRTUALLYEDU-ში მონაწილე სტუდენტის, ანასტასია კუჩუკის შეფასებით, „პროექტი არის საოცარი შესაძლებლობა ციფრული უნარების შესაძენად. პროექტი გვთავაზობს პრაქტიკულ რჩევებს ონლაინ სწავლის გასაუმჯობესებლად და გვთავაზობს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით სასარგებლო ინსტრუმენტებს. კულტურათაშორის კომუნიკაციაზე ხაზგასმამ ტრენინგებზე ჩვენი ინტენსიური ჩართულობა განაპირობა. ამგვარად, ჩვენ არა მხოლოდ შევიძინეთ ღირებული უნარები, არამედ გავაძლიერეთ კრიტიკულად აზროვნების, მოსმენის, სხვების გაგებისა და ინკლუზიური გადაწყვეტილებების მიღების უნარი“.
პროექტის მეორე ეტაპზე რეგისტრაცია მიმდინარეობს/ დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებას მისამართზე: iro@ibsu.edu.ge