Web პროგრამირების ტრენინგის დახურვის ცერემონია
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში Web პროგრამირების ტრენინგის დახურვის ცერემონია გაიმართა. აღნიშნული ტრენინგი ინოვაციების ლაბორატორიის ორგანიზებით 23 მარტს დაიწყო. კურსის ფარგლებში მონაწილეებმა პროექტები წარადგინეს, საუკეთესო ნამუშევრების ავტორები კი პრიზებით დაჯილდოვდნენ.