[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

27.04.2016

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ''შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკური კვლევის ცენტრის'' ორგანიზებით პირველი ერთობლივი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, სახელწოდებით: ''პოლიტიკური,

 უსაფრთხოებისა და სოციალურ-ეკონომიკური გარემო შავი ზღვის/კასპიის რეგიონში 2014-2015 წელს განვითარებული მოვლენების ფონზე''.

სტუდენტებმა ნაშრომები შემდეგ თემებზე წარმოადგინეს:

რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება და მათი გავლენა შავი ზღვის რეგიონზე, თურქეთის როლი და ადგილი შავი ზღვის/კასპიის რეგიონში, რუსეთის გეოპოლიტიკური პრიორიტეტები შავი ზღვის რეგიონში, აშშ-ს გეოსტრატეგია რეგიონში თანამედროვე რეალობის ფონზე და სხვა.

კონფერენციის შემდგომ გაიმართა, ასევე, მრგვალი მაგიდა და დისკუსია.