სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. ბიზნესის სკოლა
  4. /
  5. ბიზნეს ქეისების შეჯიბრი
  • 24/02/2019

ბიზნეს ქეისების შეჯიბრი

საკონსულტაციო კომპანია TBSC-ის ინიციატივითა და ხუთი უმაღლესი სასწავლებლის თანაორგანიზებით 24 თებერვალს ტექნოპარკში ბიზნეს ქეისების შეჯიბრი გაიმართა, რომელიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ღირსეული გამარჯვებით დასრულდა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტიდან ქეისების შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო ექვსმა სტუდენტმა: ზურა ცირამუამ, თეკლა ლობჟანიძემ, კახი კახიანმა, გიორგი მაისურაძემ, ქეთი მარგალიტაშვილმა და ნანა გოგოხიამ.

ჩვენმა სტუდენტებმა საჩუქრად პირველი საპრიზო ადგილი და 3500 ლარი მიიღეს.

სტუდენტთა ხუთ გუნდს წინასწარ გადაეცათ ჰარვარდის უნივერსიტეტის მიერ შედგენილი ბიზნეს ქეისი. მსხვილი ორიგანიზაციების ურთულესი, რეალური ამოცანების ანალიზისა და ამოხსნისთვის მათ ორკვირიანი ვადა ჰქონდათ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (TSU), ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU), კავკასიის უნივერსიტეტის (CU), შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა (IBSU) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) გუნდებმა საკუთარი ხედვა წარადგინეს ჟიურის – ლიდერი კომპანიების ხელმძღვანელი პირების წინაშე.