სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების...
  4. /
  5. საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის...
  • 21/12/2017

საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილის გიორგი გოგუაძის საჯარო ლექცია

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის ინიციატივით საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილის გიორგი გოგუაძეს საჯარო ლექცია გაიმართა .

მოწვეული სტუმარი გახლდათ ტერორიზმის კვლევისა და ანალიზის კონსორციუმის მკვლევარი, რომლის ფარგლებშიც ლექციაზე განხილული იქნა უსაფრთხოების საკითხები, საქართველოში ამჟამად მდგარი ყველაზე მწვავე პრობლემები , რომელიც საჭიროებს სწრაფ რეაგირებას. ამასთანავე განხილულ იქნა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები და კონფლიქტის მოგვარების გზები. ლექციის მანძილზე სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართული დისკუსიაში.