შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სკოლის მოსწავლეებისთვის უფასო ტრენინგი ‘მოლაპარაკების ხელოვნება’ ჩაატარა.
IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამების ლექტორმა, დავით ბრაგვაძემ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს გააცნო მოლაპარაკების უნარები, რეალურ მაგალითებზე დამყარებული სტრატეგიები და წარმატებული ლიდერების მიდგომები კონფლიქტების მოგვარების პროცესში.
სალექციო ნაწილთან ერთად, პროექტის ფარგლებში გაიმართა კინოჩვენება-დისკუსია საერთაშორისო მოლაპარაკების თემაზე.