სიახლეები
- 17/02/2023
IBSU სტრატეგიული გეგმის შესრულების ფარგლებში შეხვედრებს მართავს
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ქეთევან ნანობაშვილი სტრატეგიული გეგმის შესრულების ფარგლებში შეხვედრებს მართავს უნივერსიტეტის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან.
შეხვედრების მონაწილეები მსჯელობენ როგორც გეგმის ფარგლებში შესრულებულ ამოცანებზე, ისე სამომავლო ეტაპებზე.
სტრატეგიული გეგმის განხილვაში მონაწილეობა უკვე მიიღეს სასწავლო და სამეცნიერო სამსახურის ქვედანაყოფებმა, დეკანებმა, პროგრამის ხელმძღვანელებმა და ხარისხის სამსახურის წარმომადგენლებმა.
შეხვედრები ეტაპობრივად გაგრძელდება და მოიცავს ყველა სტრუქტურული ერთეულის ჩართულობას.