სერტიფიკატები და ფულადი პრიზები გადაეცათ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხუთ სტუდენტს, რომლებმაც ვაქცინაციის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების შესახებ დახურულ კონკურსში გაიმარჯვეს.
კონკურსი იყო ნაწილი დიდი პროექტისა, რომელიც ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA), ავსტრიის წითელი ჯვრის (AuRC), წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის (IFRC) მიერ დაფინანსდა და რომელსაც საქართველოსა და სომხეთში წითელი ჯვრის ადგილობრივმა ორგანიზაციებმა განხორციელეს სახელწოდებით -“ეპიდემიების მიმართ მზაობა და #კოვიდ19-ზე რეაგირება სომხეთსა და საქართველოში” .
პირველ ეტაპზე პროექტის ორგანიზატორებმა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებმა ტრენინგი ჩაატარეს IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის. მეორე ეტაპზე კი ტრენინგის მონაწილე სტუდენტებმა მოამზადეს ჟურნალისტური მასალები ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ. საკონკურსო მასალები პროფესიონალებისგან დაკომპექტებულმა ჟიურის წევრებმა შეაფასეს.
გამარჯვებული მასალები განთავსებულია შემდეგ ინტერნეტ ბმულებზე
1. ლუკა ამბალია – https://shorturl.at/gLmS5
2. ნინი შაორშაძე – https://shorturl.at/ubD4e
3. მარიამ ეგაძე – https://shorturl.at/gQclP
4. ნესტან არაბული – https://shorturl.at/zwvEZ
5. გვანცა ლაცაბიძე – https://shorturl.at/27CQl