სიახლეები
- 23/02/2024
IBSU ბაქსვუდის სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
IBSU-ს პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თამარ შოშიაშვილმა, მარკეტერებთან და ყველასთვის საყვარელ მასკოტთან ერთად, ბაქსვუდის სკოლა-თბილისის მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს საბაკალავრო პროგრამები, მიღების წესები, გაცვლითი პროგრამები და დაფინანსების შესაძლებლობები გააცნეს.
შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებმა ითამაშეს IBSU მარკეტერების მიერ მოდიფიცირებული სამაგიდო თამაში ‘მონოპოლია’, რომლის თითოეული კომპონენტი უნივერსიტეტის ისტორიის, საბაკალავრო პროგრამებისა და დაფინანსების შესაძლებლობების მიხედვით შეიქმნა.