სიახლეები

- 26/02/2026
IBSU გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში გამართულ უნივერსიტეტების გამოფენაზე
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU) აგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას მომავალ სტუდენტებთან. ამჯერად, IBSU-ს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში გამართულ უნივერსიტეტების გამოფენას ეწვია.
ღონისძიებაზე, რომელიც როგორც ამერიკული აკადემიის, ისე ახლომდებარე სკოლების მოსწავლეებს მასპინძლობდა, IBSU-ს მარკეტერებმა აბიტურიენტებს დეტალურად გააცნეს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები, გაცვლითი პროექტები და ის უპირატესობები, რასაც IBSU სტუდენტებს სთავაზობს.


