სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. IBSU დაესწრო პროექტის „კომპიუტერული სოციალური...
IBSU დაესწრო პროექტის „კომპიუტერული სოციალური მეცნიერებები განვითარებისათვის” კონსორციუმის წევრების საკოორდინაციო შეხვედრას
  • 08/04/2024

IBSU დაესწრო პროექტის „კომპიუტერული სოციალური მეცნიერებები განვითარებისათვის” კონსორციუმის წევრების საკოორდინაციო შეხვედრას

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა კონკურენტული ინოვაციური ფონდის მიერ (CIF) გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული პროექტის „კომპიუტერული სოციალური მეცნიერებები განვითარებისათვის (CSS4D)“, კონსორციუმის წევრების საკოორდინაციო შეხვედრა. აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს პროექტის წევრებმა, როგორც საქართველოდან, ასევე შვედეთიდან.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ლინკოპინგის უნივერსიტეტის (შვედეთი) ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს უნივერსიტეტების ზოგადი საქმიანობა და ძირითადი კვლევითი მიმართულებები;

საკოორდინაციო შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო შვედი კოლეგების მხრიდან, კომპიუტერული სოციალური მეცნიერებების განვითარების ტენდენციების გაცნობას ევროპულ საუნივერსიტეტო სივრცეში. პროექტის პარტნიორი, ლინკოპინგის უნივერსიტეტი პირველია ევროპაში, რომელმაც შექმნა სამაგისტრო პროგრამა „კომპიუტერულ სოციალურ მეცნიერებებში“. შეხვედრის ფარგლებში, ჯეიკობ ჰებინეკის მიერ მოხდა მათი სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია და მისი სტრუქტურის გაცნობა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ლინკოპინგის უნივერსიტეტის (შვედეთი) პარტნიორობით ხორციელდება პროექტი „კომპიუტერული სოციალური მეცნიერებები განვითარებისათვის (CSS4D)“. პროექტი ხორციელდება მსოფლიო ბანკის დაფინანსებითა და კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) საგრანტო პროგრამის მხარდაჭერით.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვიცე რექტორმა კვლევის დარგში, ქალბატონმა თეა კბილცეცხლაშვილმა, წარმოადგინა პრეზენტაცია უნივერსიტეტის საქმიანობისა და კვლევითი მიმართულებების შესახებ; შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან პროექტში ჩართულები არიან ვიცე-რექტორი ხარისხის მიმართულებით, ასოც. პროფ. დოქტ. ნინო ჯოჯუა, საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი, ასოც. პროფ. დოქტ. თამარ კაკუტია და ასოც. პროფ. დოქტ. თემურ გუგუშვილი.

ამასთან, შეხვედრის ფარგლებში, პროექტის ხელმძღვანელმა, იოსებ სალუქვაძემ და პროექტის მენეჯერმა, დოქტორმა გვანცა სალუქვაძემ გააზიარეს ინფორმაცია პროექტის მიმდინარეობის შესახებ და ყურადღება გაამახვილეს ამ დრომდე არსებულ ძირითად მიღწევებსა და სამომავლო აქტივობებზე. შეხვედრის ფარგლებში, პროექტის თანახელმძღვანელმა, პროფესორმა თემურ გუგუშვილმა კონსორციუმის წევრებს წარუდგინა პროექტის ფარგლებში განხორციელებული სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების გამოკითხვის ძირითადი მიგნებები და შედეგები.